საერთაშორისო კომპანია მეიჯერელ საქართველო/Majorel Georgia სამუშაოდ იწვევს სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ უცხო ენას/ენებს, კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კანდიდატებმა, რომლებიც ფლობენ:
- გერმანულს – საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი (Gross – აკლდება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) + ბონუსი
- გერმანულსა და ინგლისურს – საწყისი ანაზღაურება 1600 ლარი (Gross – აკლდება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) + ბონუსი/პლუს IT უნარები 1700 ლარი (Gross – აკლდება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები)
- ინგლისურსა და რუსულს – საწყისი ანაზღაურება 1400 ლარი (Gross – აკლდება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) + ბონუსი
მოცემული ანაზღაურება არის საბაზისო და მზარდი. გარდა ხელფასისა, თანამშრომლებს კომპანია სტავაზობს სხვადასხვა სახის დამატებით სარგებელს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შერჩევის პროცესში, რეზიუმეს გადმოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
– დასაქმება თბილისში: [email protected] (მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის N34 (პიქსელის შენობა) / ქ. თბილისი, რუსთაველის 2/4 (გალერიის შენობა))
– დასაქმება ქუთაისში: [email protected] (მის.: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას N47 (ქუთაისი პლაზა))
კომპანიაში არსებულ ამ და სხვა აქტიური ვაკანსიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები:
- თბილისი – IT პროექტი გერმანულენოვან კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
- თბილისი – IT პროექტი ტრენერ ქოუჩი
- თბილისი – გერმანულ-ინგლსიურენოვან კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
- თბილისი – გერმანულენოვან კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
- თბილისი – ინგლისურ-რუსულენოვან კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
- ქუთაისი – გერმანულენოვან კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
სტუდენტებისთვის სამუშაო საათების დაგეგმვა ხდება მათი სასწავლო ცხრილის გათვალისწინებით, როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე!