სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა – 2019“ დაიწყო

კონკურსები

თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „სილქნეტი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა. მწვანე თარგი – სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 13 ოქტომბრის ჩათვლით, შეავსეთ აპლიკაცია და მიამაგრეთ ნაშრომი შემდეგ ბმულზე.

  • პროზაული ნაშრომი უნდა იყოს მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა;
  • ჟანრი და თემა შეუზღუდავია;

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 22 23 91

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები