1. ფინანსური ოფისი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი
- ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
- პროგრამების ცოდა: MS Office
- საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია
- ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:
- საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
- გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
- პროგრესირებადი სახელფასო სისტემა
- სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება
სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამას, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 1-ლ ოქტომბრამდე. გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
2. აუდიტორული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის დეპარტამენტში, სტაჟიორის პოზიციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
- ORIS პროგრამაში მონაცემების დამუშავება;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
- ხელფასების აღრიცხვა და პროგრამულად დამუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება;
კვალიფიკაციური მოთხვნები:
- ეკონომიკური/ფინანსური განათლება, დამამთავრებელი კურსის
- სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- სასურველია ACCA-ის პირველი ეტაპის სტუდენტი;
- Excel-ის და Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასუბრო დონეზე ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
- პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას;
- გამოცდილებას, რომელიც შეგძენთ დამოუკიდებლად მუშაობის უნარს.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] 2019 წლის 11 ოქტომბრამდე. წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „სტაჟიორი ბუღალტერი” წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
3. კომპანია „ფოლადის სახლი”, ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში.
ძირითადი მოთხოვნები:
- არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით (სტუდენტი)
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- Excel ის ცოდნა აუცილებელია!
- პუნქტუალობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- განვითარებაზე ორიენტირება
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ “ლილო”ს მიმდებარედ 05/053 (კახეთის გზატკეცილზე მდებარე „სმარტის“ სუპერმარკეტის ჩასახვევთან)
- კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას, ასევე ერთი გზის ტრანსპორტირებას
- ანაზღაურება 200-300 ლარი – დამოკიდებულია სამუშაო გრაფიკზე
- სამუშაო გრაფიკი – შეთანხმებით
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 2 ოქტომბრამდე.