7 ქალი, რომლებმაც სამყარო შეცვალეს – მათ შესახებ წიგნებში ვერ წაიკითხავთ

ინფორმერი

2019 წლის აპრილში მსოფლიომ შავი ხვრელის პირველი ფოტო ნახა, რომლის ავტორი მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დოქტორი ქეთი ბუმანია. ის ჯერჯერობით ბოლოა იმ ქალთა სიაში, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს. ისტორია კი არანაკლებ მნიშვნელოვანი მანდილოსნების მიღწევებს ინახავს.

ისტორიკოს ბატენი ჰუგის თქმით, ქალთა მიღწევები მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკასა და სხვა სფეროებში საერთო შედეგების 0.5%-ია.
studinfo.ge უერთდება ბრძოლას გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ და ამ ბლოგით იმ 7 ქალზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო მართლა შეცვალეს:

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

1. მარგარეტ ჰამილტონი
კოსმოსური მისია APOLO 11-ისა და იმ მამაკაცების შესახებ, რომლებიც მთვარეზე უვნებლად დაეშვნენ ყველას სმენია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ მისიისთვის კომპიუტერული პროგრამა ქალმა შექმნა. მარგარეტი თავის გუნდთან ერთად „პირველყოფილი“ კომპიუტერით მუშაობდა, რომელსაც ინტერფეისი არ ჰქონდა და სანავიგაციო პროგრამის მონაცემების შესაქმნელად ქაღალდების წყება გახდა საჭირო.

2. მარგარეტ სანგერი
ამერიკელი ფემინისტი ქალი, რომელსაც 10 დედმამიშვილი ჰყავდა. მარგარეთი მთელი ცხოვრება ფიქრობდა, რომ დედის ნაადრევი დაღუპვის მიზეზი მისი მრავალშვილიანობა იყო. მან შემოიღ ტერმინი „შობადობის კონტროლი“ და ქალებშო კონტრაცეფციის გამოყენების უფლებისთვის იბრძოდა. 1916 წელს აშშ-ში პირველი ჩასახვის საწინააღმდეგო კლინიკა გახსნა.

3. ვიქტორია ვუდჰოლი
ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი თავის კანდიდატურა წააყენა.

4. როზალინდა ფრანკლინი
ბრიტანელი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის სპირალური სტრუქტურა აღმოაჩინა და მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა ვირუსების მოლეკულურ დონეზე შესწავლაში.

5. ჩიენ შიუნგი
ჩინელი, წარმოშობით ამერიკელი ბირთვული ფიზიკოსი ნობელის პრემიის მფლობელია. მან ურანის გამდიდრების გზა აღმოაჩინა. ჩიენი ყოველთვის გრძნობდა გენდერულ უთანასწორობას, როცა კონფერენციებსა თუ შეხვედრებზე მამაკაცთა საზოგადოებაში ხვდებოდა. „მაინტერესებს მამაკაცის ატომებსა თუ ბირთვებს, მათემატიკურ სიმბოლოებს ან დნმ-ის მოლეკულებს აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა ქალის ორგანიზმთან შედარებით“

6. ნეთიე სტევენი
აღმოაჩინა, რომ ქრომოსომები განსაზღვრავენ სქესს.

7. ბარბარა მაკკლინტოკი
1983 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მოძრავი გენეტიკური ელემენტების აღმოჩენისთვის, თუმცა თავდაპირველად მის მიღწევებს არ აღიარებდნენ.

თქვენ ვის დაამატებით სიაში?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები