დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის გლობალური გაფიცვა იმართება, რომელსაც საქართველოც უერთდება.
სწორედ ამიტომ, აქტივისტები, რომელთა დიდი ნაწილი მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ, დღეს თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს, რომ ქალაქის მმართველობამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს თბილისის ეკოლოგიურ განვითარებას. აქცია პერფორმანსის ორგანიზატორები “ახალგაზრდა მწვანეები“ და ორგანიზაცია “ვინმე“ იყვნენ.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის გაუმართაობის გამო, ხშირად, ინვესტორის ინტერესი მოქალაქის ინტერესზე მაღლა დგება, შესაბამისად, ნადგურდება პარკები და სხვა სახის სარეკრეაციო სივრცეები. ამ ყველაფრის სანაცვლოდ, კი შენდება კორპუსები.
რაც შეეხება უშუალოდთბილისის მერიას, მის მიმართ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა, რაც აქტივისტებს აქვთ, არის დიღმის ტყე-პარკის შენარჩუნება, სადაც დაგეგმილია მშენებლობა (ე.წ. ორანჟერეა).
გაერო მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ბოლო დროს აქტივისტები სულ უფრო ხშირად ითხოვენ, რომ მსოფლიოს ლიდერებმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ პლანეტის ეკოლოგიურ მოვლენას. ამ მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი 16 წლის მოსწავლე გრეტა თუნბერგია.
„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის“, – ასე მიმართა გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.
წყარო: netgazeti.ge