მსოფლიოში სწავლების მაღალი ხარისხის კუთხით არაერთი წამყვანი უნივერსიტეტია. თუმცა სტუდენტების ინტერესის სფეროს მიღებული განათლების შრომით ბაზარზე გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს. ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია Quacquarelli Symonds-მა (QS) შემოგვთავაზა მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლისთვის იმ 500 უნივერსიტეტის სია, რომელთაც სტუდენტების დასაქმების კუთხით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მიხედვით უნივერსიტეტების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ);
2. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ);
3. კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ);
4. სიდნეის უნივერსიტეტი (ავსტრალია);
5. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ);
6. ცინჰუას უნივერსიტეტი (ჩინეთი);
7. მელბურნის უნივერსიტეტი (ავსტრალია);
8. კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);
9. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი (ჰონგ-კონგი);
10. ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი).
შეგახსენებთ, რომ Quacquarelli Symonds-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად განათლების სფეროში რამდენიმე მიმართულებით ადგენს რეიტინგებს.