თანამედროვე ხელოვნების მულტიდისციპლინური პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” აცხადებს იდეების კონკურსს გამოფენისთვის “Post.Digital.Dreams”.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რა არის “მდგომარეობებს შორის”?
“მდგომარეობებს შორის” ტრანსდისციპლინურ სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია ხელოვნებას, ახალ ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა [სინთეზურ] მოცემულობებს აერთიანებს.
პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ცვალებადი სოციო-პოლიტიკური კონტექსტბის იდენტიფიცერებას, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ცოდნებისა და გამომსახველობითი ფორმების მანიფესტაციების გენერირებას საგამოფენო კონტექსტში.
კონკურსის აღწერა:
- კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ის ავტორები, რომელთაც სურთ იმუშავონ ახალი მედია ხელოვნებისა და მეცნიერების, ინტერდისციპლინური და ექსპერიმენტული მიმართულებებით. აქედან გამომდინარე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დარგისა და პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანს;
- კონკურსის ფარგლებში, გამოფენისთვის “Post.DigitaL.Dreams”, რომელიც დაგეგმილია 2019 წლის დეკემბერში, შეირჩევა 10 გამარჯვებული იდეა;
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მედიუმს, სფეროსა თუ დისციპლინაში მომუშავე ადამინიას, ვინც სხვადასხვა [მედია] სახელოვნებო და სამეცნიერო პრაქტიკების მეშვეობით ეხმიანება გამოფენის კონცეფციასა და პრობლემატიკას;
- იდეა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ფორმატით: ინსტალაცია-ობიექტი, კვლევა, პერფორმანსი, პროტოტიპი, კომპიუტერული პროგრამა, ექსპერიმენტი, ვორქშოფი, ლექცია, ფილმი, თამაში და ა.შ;
- კონკურსში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ნამუშევრის იდეის წარმოდგენა;
- საგამოფენო სივრცე(ები) დამოკიდებულია თავად გამარჯვებულ იდეებზე.
განმარტება: საგამოფენო სივრცე შესაძლებელია იყოს თავად იდეის ნაწილი, შესაბამისად, კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ხედვა იდეის პრეზენტაციასთან დაკავშირებით;
ვის მიენიჭება უპირატესობა?
- მულტიდისციპლინურ მიდგომაზე, ასევე მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ხელოვნების სინთეზზე დაფუძნებულ იდეებს;
- ისეთ პროექტებს, რომელიც ეხმიანება საქართველოში არსებულ სამეცნიერო კვლევით რესურსებს, ინსტიტუციებსა თუ სივრცეებს;
- კვლევით პრაქტიკაზე დაფუძნებულ იდეებს;
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ:
- 1 გვერდზე ნათლად ჩამოყალიბებული ნამუშევრის იდეა;
- განხროციელებისთვის საჭირო ტექნიკური/მატერიალური რესურსების ჩამონათვალი;
- არსებობის შემთხვევაში იდეის ვიზუალური პრეზენტაცია ნებისმიერი მოსახერხებელი ფორმატით (ფოტო, სკეჩი, ჩანახატი, გრაფიკული გამოსახულება, რენდერი, დამატებითი ტექსტი, ვიდეო, საუნდი და ა.შ);
- თუ ფაილის ზომა აღემატება ელექტრონული ფოსტით დაშვებულ ლიმიტს, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Drive-ის, Wetransfer-ის ან თქვენთვის უფრო დაცული file sharing-ის მეთოდი;
- სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც შევძლებთ თქვენთან დაკავშირებას (ტელეფონი, ელექტორნული ფოსტა, ასევე შეგიძლიათ ტელეგრამი (telegram app);
- პორტფოლიო ან CV;
როგორ აგზავნით იდეას?
“მდგომარეობებს შორის” ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
გამარჯვებული იდეების შერჩევის პროცესი და ვადები:
იდეის წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი.
გამარჯვებული იდეების ავტორებთან დაკავშირება მოხდება კონკურსის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში. ამის შემდეგ კი დაიწყება აქტიური კომუნიკაცია, ნამუშევრის ბიუჯეტის შემუშავება და მუშაობა გამოფენისათვის იდეის მოსამზადებლად;
საკონკურსო პერიოდში შესაძლებელია საკონსულტაციო შეხვედრების დაგეგმვა;
საკონტაქტო ინფორმაცია ნებისმიერი სხვა დამატებითი შეკითხვებისთვის:
e-mail: [email protected]
mobile: +995 577 93 50 32 / +995 558 90 04 00