ყოფილი პირველი ჩოგანი, კაროლინ ვოზნიაცკი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში ისწავლის

საინტერესო ფაქტები

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლის. 29 წლის დანიელმა გამოაცხადა, რომ ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში ჩააბარა.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

„ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში ჩარიცხვა – ოცნებაა, რომელიც რეალობა გახდა, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ვოზნიაცკიმ.

ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა – ჰარვარდის უნივერსიტეტის ნაწილია. ის ბოსტონში მდებარეობს. სკოლა სთავაზობს სრული პროგრამის გავლას ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) პროგრამით, აგრეთვე, სადოქტორო და ბევრ სხვა პროგრამას კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და განათლების მიღებისთვის.

კაროლინ ვიზნიაცკის კარიერაში „დიდი სლემის“ ერთი ტურნირი აქვს მოგებული (2018 წელს ავსტრალიის ღია პირველობა), აგრეთვე გაუმარჯვია WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე (2017). ორჯერ იყო აშშ-ის ღიას ფინალში (2009, 2104).

წყარო: 1tv.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები