ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

დასაქმება

კომპანია WST and Citysightseeing Tbilisi აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორ/რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ფუნქცია მოვალეობები

  • პოტენციური მომხმარებლების თავაზიანად და ღიმილით მიღება, მათთან კომუნიკაციის დამყარება;
  • კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და რეალიზაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • დამაჯერებლად, თავაზიანად და გამართულად საუბარი;
  • დეტალურად აღწერა თითოეული სერვისისა, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს;
  • გაყიდვებისა და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება;
  • კომპანიის კუთვნილ პროგრამასთან მუშაობა და ყოველდღიური პროცესის მონიტორინგი;
  • დღის გახსნისა და დახურვის ჩაბარება ზედამხედველთან;
  • მელის ყოველდღიური კონტროლი და გამართული, პროფესიონალური პასუხების გაცემა;
  • რეზერვაციების კონტროლი;
  • ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება;
  • მისაღები ოფისის სისუფთავის და ინვენტარის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

სასურველი ცოდნა და უნარჩვევები

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები), განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • აუცილებელია რუსული, ინგლისური და ქართული ენების ფლობა სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე;
  • სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
    მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • სწორი გამართული მეტყველება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დადებითი მიდგომა, კლიენტზე ორიეტირებული, სასიამოვნო და მომღიმარი;
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება;
  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • აკურატული და სუფთა;

სამუშაო პირობები

პოზიციის სახელი: ვიზიტორ ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსები
ადგილმდებარეობა: მეიდანი, თავისუფლების მოედანი, რუსთაველი
სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 45 საათი
სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემო

შერჩეული კანდიდატები, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გაივლიან არაანაზღაურებად სტაჟირებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 28 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები