“ქართული კრედიტი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: სტაჟიორი საკრედიტო რისკების დეპარტამენტში.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ადგილმდებარეობა : თბილისი, სათაო ოფისი.
ძირითადი მოვალეობები:
სასესხო განაცხადის მიღება და დარეგისტრირება;
სწრაფი დაკრედიტების პროდუქტების პროცედურის შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება;
მიღებული სასესხო განაცხადის ინფორმაციის პროგრამული ასახვა, ხელშეკრულების მომზადება და ფაილინგის წარმოება;
სხვა დაკავშირებული ამოცანები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა ტექნიკური პროფილით, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
აუცილებელი უნარები:
დეტალზე ორიენტაცია;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობა, კოლეგიალობა.
რას გთავაზობთ ჩვენ?
მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
ახალი უნარების აღმოჩენას;
სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს;
სამომავლო დასაქმების პერსპექტივას მზარდ ფინანსურს ორგანიზაციაში.
პოზიციის პირობები:
3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 200 ლარი (ხელზე);
სამუშაო გრაფიკი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე;
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გრძელვადიანი თანამშრომლობა.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2019 წელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2019 წლის 15 სექტემბრისა.
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.