პირველი დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – “საზეპირო”

მხიარული ინფო

უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველკურსელებისთვისაა. ყველამ ვიცით, რომ სიხარულთან ერთად ახალი გარემო მათში დაბნეულობასაც იწვევს. გთავაზობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელის მოლოდინსა და რეალობას.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼

“ამოდიხარ მეტროდან და ლეგენდა, რომ მეტროს სადგურს “სამედიცინო” უნივერსიტეტთან ახლოს  მდებარეობის გამო ჰქვია, მალევე იმსხვრევა შენს თვალში. გზაში მიმავალი რამდენჯერმე სიამაყით დახედავ პარკში ჩაკეცილ ხალათს და გზას განაგრძობ.

უნივერსიტეტთან მისული წამიერად გაბნევენ დროშები, ნატოს ანსამბლეაზე ხომ არ მოხვდი, მაგრამ მალევე გამშვიდებს ეზოში ბილბორდიდან მომღიმარი ხალათიანი ინდოელი.შენც დიდი სიხარულით საბანკეტო კაბებში გამოწყობილ მომავალ კურსელებს უერთდები, შეიძლება წყალიც დალიო ფანტანიდან, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ იცი რომ ამ ფანტანით ომარას ძაღლსა და მაჰათმა განდის მოსამსახურის შვილიშვილსაც უსარგებლიათ(შეიძლება მის წმინდა ძროხასაც).

შემდეგ უკვე უსმენ ვიღაც მაღალკურსელ ინდოელს თუ როგორ ცოდვილობს “გამარდჟობის” თქმას და სასწავლო წლის დაწყებას გილოცავს. აქ უკვე ხვდები თუ რომელ რასას უჭირავს “პალაჟენია” უნიში. ამის მერე ვიღაც უცხოელი პროფესორებიც გილოცავენ, ოღონდ თავიანთ ენაზე და უკვე თსსუ-ელი თარჯიმანი ცოდვილობს.

შენც მაინც დიდი ენთუზიაზმით იცვამ ფაქიზად დაკეცილ ქათქათა ხალათს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე არ გაიხდი, და ეგუები იმ ფაქტს რომ ამ უნივერსიტეტში გაატარებ ახალგაზრდობას (ნუ ზრდასრულობასა და სიბერესაც, პრინციპში).”

წყარო: თსსუ 54

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები