უფასო სკაუტური ბანაკი ახალგაზრდებისთვის – “თავგადასავალი 2019”

მხიარული ინფო

2019 წლის 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ა(ა)იპ “საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან” თანამშრომლოით ატარებს სკაუტურ ბანაკს “თავგადასავალი 2019”.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლია 11-25 წლის ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქეს.

მონაწილეთა რაოდენობა: 400
მონაწილეთა ასაკი: 11-25
ლოკაცია: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი წყემი

ბანაკის განმავლობაში მონაწილეები განთავსდებიან 2-3-კაციან კარვებში და დაურიგდებათ საძილე ტომრები და პარალონები. ბანაკის მიმდინარეობის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო, სპორტულ, სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში.

ბანაკისთვის საჭირო ნივთების სია იხილეთ თანდართული ლინკის სახით.

ბანაკის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • ლიდერობა;
  • გუნდის მშენებლობა;
  • პირველადი დახმარება;
  • თვითგადარჩენა ბუნებაში;
  • პიონერინგი (კონსტრუქციები);
  • ინკლუზია;
  • გარემოს დაცვა;
  • არქეოლოგია;
  • კულინარია ბუნების პირობებში;
  • ორიენტირება.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ (ფორმა 100);
  • არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში – მშობლის/მეურვის თანხმობა

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 აგვისტო

ბანაკში მონაწილეობა არის უფასო.

მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ საბანაკე ტერიტორიამდე მისვლა.

არასრულად შევსებული აპლიკაცია არ განიხილება.

სარეგისტრაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ანა თედიაშვილი – ტელ.: 599 06 20 88

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები