კომპანია „ფოლადის სახლი”, ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:
- მოკლე და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება დაანალიზი;
- კომპანიის საიმიჯო მასალების შექმნაზე მუშაობა;
- მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტირება და განხილვა კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
- დანახარჯების ყოველთვიური აღრიცხვა და კონტროლი;
- კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინისთვის ბრიფის შემუშავება და რედაქტირება;
- გაყიდვების მხარდაჭერა, აქციების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქციის ანალიზი (კონკურენტების ანალიზი);
- კომპანიის სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის მართვა-ადმინისტრირება;
- ფოტოგადაღება;
- შესრულებულ სამუშაოზე და სამოქმედო გეგმებზე ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
კრეატიული; - კარგი მეტყველებითი და წერითი უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირება;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი – სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ “ლილო”-ს მიმდებარედ 05/053
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
ბენეფიტები:
- კვება
- ტრანსპორტირება
- სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 10 სექტემბრამდე.
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.