კონკურსის მიზანია კორუფციის არსზე საზოგადოების ცნობიერებისამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თუ კორუფციისრა ფორმები და მასთან ბრძოლის რა ხერხები არსებობს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და მისი დამოკიდებულებისგაზიარება. კონკურსის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გამოხატონსაკუთარი ხედვა და მიდგომები კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებისა და მექანიზმების შესახებ. კონკურსის შედეგად შეიქმნება ღირებულიშემოქმედებითი მასალა, რომელიც გავრცელდება მედიაში, სოციალურქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში, რაც აამაღლებს საზოგადოებისცნობიერებას.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან “საერთაშორისოგამჭვირვალობა- საქართველო“ და “რადიო თავისუფლება”.
კორუფცია განიმარტება როგორც თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენისთვის. კორუფცია განსაკუთრებით გავრცელებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
- საჯარო სერვისები,
- სახელმწიფო შესყიდვები,
- პრივატიზაცია,
- ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა,
- პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების დაფინანსება არჩევნების დროს.
კორუფცია შეიძლება იყოს როგორც მარტივი (მაგალითად, ქრთამის აღება), ისე რთული ფორმის – მაგალითად, თანამდებობის პირების უკანონო მონაწილეობა ბიზნესში ან ფულის გათეთრება.
მეტი ინფორმაცია, კორუფციული ფაქტებისა და კვლევების შესახებ იხილეთ აქ.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ რეჟისორსა თუ ჟურნალისტს, ასევე მოყვარულს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ თემაზე საკუთარი ხედვის წარმოჩენა, ეხერხება ვიზუალური თხრობა, აქვს ამბიცია, რომ მისი ნამუშევარი შეცვლის ვითარებას უკეთესობისკენ და საზოგადოებას დააფიქრებს კორუფციის თემებზე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს:
- მხატვრული ან ანიმაციური ფილმი.
- ფილმი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრით, ან ინგლისურად ქართული სუბტიტრით.
შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
- ფილმის კონცეფცია,
- თემის წარმოჩენა,
- ორიგინალური იდეა,
- ვიზუალური მიდგომა და ფორმა,
ტექნიკური გამართულობა (ხმისა და გამოსახულების ხარისხი), - ფორმატი – HD,
- ხანგრძლივობა – 3-5 წუთი,
ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არც ერთ პლატფორმაზე.
კონკურსის მსვლელობის დროს საკონკურსო მასალა ქვეყნდება მხოლოდ “რადიო თავისუფლების” ონლაინპლატფორმებზე და კონკურსის დასრულებამდე მასალის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია.
მეორე ეტაპზე გადასულ ფილმებს განსაზღვრავს ჟიური. ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ ავტორებს ეცნობებათ წინასწარ, შერჩეული ფილმების “რადიო თავისუფლების” ვებსაიტსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებამდე.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა – 14 სექტემბერი.
მეორე ეტაპზე გასული ნამუშევრების ავტორებს ინფორმაცია მიეწოდებათ არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.
ფინალურ ეტაპზე გასული კონკურსანტები მიწვეულები იქნებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ პროექტის ფარგლებში დაწესებული ფულადი პრიზები.
გამარჯვებულებს შეარჩევს ჟიური საუკეთესო ფილმის კატეგორიაში:
საპრიზო ფონდი:
- პირველი ადგილი (15 000 ლ)
- მეორე ადგილი (8 000 ლ)
- მესამე ადგილი (5 000 ლ)
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]