საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის (განიხილება სხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებიც) მე-4 კურსელები, კურსდამთავრებულები და მაგისტრანტები. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 6-თვიანი სტაჟირების კურსს.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სტაჟირების პერიოდში, სტუდენტები ჩაერთვებიან ისეთ პროცესებში როგორიცაა:
- ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
- სხვადასხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება;
- ასოციაციის წევრების ინფორმირება;
- სოც. ქსელის მართვა;
- ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაცემა;
- ცენტრის დირექტორის და უფროსი კოორდინატორის მიმდინარე დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ადვოკატთა ასოციაციისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიმართ ინტერესი;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- პრეზენტაციის მომზადების უნარი (ჩაითლება უპირატესობად);
- უცხო ენის/ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- რეზიუმე (CV);
- სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან.
საუკეთესო სტაჟიორს ექნება დასაქმების პერპექტივა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი ელ-მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ “სტაჟირება”.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 5 სექტემბერი.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
სტაჟორთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა, გასაუბრება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.