კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის მიერ შემოთავაზებული პროგრამებია:
- საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)
- განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)
- საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)
2020 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის (სასწავლო პროცესი იწყება 2020 წლის თებერვალში), განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ხოლო საშემოდგომო მიღებისთვის (სასწავლო პროცესი იწყება 2020 წლის სექტემბერში) 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში.
დაინტერესებულ კანდიდატურებს, შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სტიპენდიები სხვადასხვა კატეგორიაში, რომელთა ჩამონათვალიც მითითებულია დანართში.
მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზს 2 200 220