22 წლის ლონდონელმა ნიკოლას უზოკამ, რომელიც აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტში ინგლისურისა და კრეატიული წერის მიმართულებაზე სწავლობდა, სადისერტაციო ნაშრომი რეპ-ალბომის სახით წარადგინა.
როგორც თავად სტუდენტმა BBC-სთან საუბრისას განაცადა, სურდა რომ ნაშრომი თავისთვის სასიამოვნო ფორმით წარმაოდგინა.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
ნიკოლასის კურატორი ასეთ წინადადებას ჯერ უარყოფითად შეხვდა, თუმცა შემდეგ მუშაობაში სტუდენტზე უფრო აქტიურად ჩაერთო. 10000-სიტყვიანი დისერტაცია 21 სიმღერისგან შემდგარ ერთ ალბომში ჩაეტია.
კომისიამ ნიკოლასის არაორდინარული ნამუშევარი მოიწონა, სტუდენტმა დისერტაცია წარმატებით დაიცვა და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო ხარისხი მიიღო, ახლა კი მუსიკალური კარიერის აწყობას გეგმავს.
“ჩემი მომავალი უკავშირდება მუსიკას, მუსიკას და კიდევ მუსიკას. ამიტომ ვეცდები მთლიანად ამ სფეროს დავუთმო ჩემი თავი და ვნახოთ რა გამოვა”, – თქვა მან.