ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება
ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით. ასევე თქვენ გელით Light Show.
5 და 6 ივლისს თბილისის პირველ სინათლის ფესტივალს მუსიკალურად Infest გააფორმებს. მისი მოსმენის შესაძლებლობა 19:00 საათიდან 21:00 საათამდე გექნებათ, 21:00 საათზე კი დაიწყება ძირითადი წარმოდგენა – Light Show, Infest შემოგთავაზებთ ambient/dub მიმდინარეობას.
სინათლის ფესტივალი 5 – 6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გაიმართება.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ბილეთის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლისას ბოტანიკური ბაღის სალაროში.
ბილეთების ონლაინ შესაძენად გადადით მითითებულ ლინკზე.
ბოტანიკური ბაღის შესასვლელი ანტისაოკუპაციო თემატიკით გაფორმდება.
ბილეთის ფასი: 18 წლის ზევით- 8 ლარი, 18 წლამდე- 5 ლარი. უფასოა- 6 წლამდე ბავშებისთვის, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის
ბილეთის ფასში შედის ბაღში შემოსვლისა და ფესტივალზე დასწრების საფასური
პროექტის ავტორია „ბოქს მედია გრუპი“. ორგანიზატორები არიან – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და ”ბოქს მედია გრუპი”. მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია