ლატვიელმა ბლოგერმა ალექსანდრ ალიმოვმა საქართველოს შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. მან გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.
ჯგუფის წევრებმა ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს და 20-წუთიანი ვიდეობლოგი გადაიღეს.
ვიდეოში იმერეთის, აჭარისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი.
რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.
საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ კამპანია #VisitGeorgia დაიწყეს.