სტაჟირება სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკით

დასაქმება

საქართველოს “კარიტასი” აცხადებს სტაჟირებას კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტში.

პოზიციის დასახელება: სტაჟიორი
ანგარიშვალდებულია: კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: 70% მოქნილი
ხანგრძლივობა: 4-6 თვე

მთავარი მიზანი:

კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის გარე კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელებაში.

სამუშაო პირობები:

  • სტაჟიორი იმუშავებს საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასის” კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტში. მისი ძირითადი მოვალეობა იქნება საქართველოს კარიტასის სოციალური მედიის მართვაში დახმარება და პერსონალური ისტორიების/სტატიების შექმნაში მონაწილეობის მიღება. წარმატებული ნამუშევრები კი გამოქვეყნდება “კარიტას ევროპის” და “კარიტას ინტერნაციონალისი”-ს ვებ-გვერდებზე.
  • ანაზღაურდება მგზავრობის საფასური.
  • სტაჟირების ბოლოს, სტაჟიორს გადაეცემა სერთიფიკატი და სამუშაო დახასიათება მისი შესრულებული, ათვისებული სამუშაოს მიხედვით.

სამუშაო მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
  • დახმარება სოციალური მედიის მართვაში
  • ბენეფიციარებთან შეხვედრა და მათი ისტორიების სამუშაო ვერსიების შექმნა
  • სტატიების და ინტერვიუების სამუშაო ვერსიების შექმნა
  • ონლაინ ბანერების და “პოსტების” შექმნა
  • ღონისძიებების და კამპანიების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
  • სხვა შესაბამისი ინიციატივების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და დაკისრებული დავალებების შესრულება

განათლება და გამოცდილება:

  • უმაღლესი სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
  • წერითი და ანალიტიკური უნარები
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა
  • რუსული და იტალიური ენების ცოდნა
  • ესსეების, ისტორიების, ბლოგის ან სტატიების წერის გამოცდილება
  • გამოქვეყნებული ნაშრომი
  • სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის სურვილი; საქველმოქმედო სფეროში მუშაობის ინტერესი
  • სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარები
  • Adobe Photoshop, Illustrators-ის კარგად ცოდნა
  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური უნარი
  • კრეატიული
  • ​თვით-განვითარებაზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები
  • კეთილსინდისიერი და ლოიალური
  • მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
  • როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედეულების მიმართ პატივისცემა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: nino.gambashidze@caritas.ge

დოკუმენტების გამოგზავნის საბოლოო თარიღი: 27 ივნისი, 2019.

კომპანია “გეფა” (ფარმადეპო, ჯიპისი) აცხადებს სტაჟირებას ფინანსურ განყოფილებაში.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ფინანსების მიმართულებით), სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • ACCA ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

შესაფერისმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ განაცხადები მისამართზე vacancy@gepha.com და “Subject”-ში მიუთითეთ – “სტაჟირება”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები