ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება სტუდენტებისთვის თბილისსა და რეგიონებში

დასაქმება

ენერგო-პრო ჯორჯია საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს. 2-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა შეეძლებათ უმაღლესი სასწავლებლის, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული სასწავლებლების ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტებს. თბილისში, კომპანიის სათაო ოფისის გარდა, სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან ასევე ქუთაისში, ბათუმში, ხაშურში და თელავში. საზაფხულო დასაქმების პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული სტუდენტები მუშაობას გააგრძელებენ კომპანიაში.

გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 20 და 21 ივნისს 11:00 საათზე კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19).

დაინტერესებულმა პირებმა საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად 19 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები