ძილი თუ ჩათვლემა? პასუხი სავარაუდოდ იცით, მაგრამ იმასაც ხვდებით, რომელია უკეთესი.
მაღვიძარას დროებით გათიშვის ღილაკი ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც გამოუყენებია. მაღვიძარას დარეკვისას, საწოლში კიდევ რამდენიმე წუთის გატარებას ალბათ არაფერი გირჩევნიათ, არა?
შეიძლება ამ ღილაკზე დაჭერა უსაფრთხოდ ჩანდეს, მაგრა ასე სულაც არ არის. მეცნიერთა განცხადებით, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რატომ ვიყენებთ მაშინვე ამ ღილაკს. ზოგისთვის ის უკვე ჩვევაშია გადასული.ზოგისთვის კი ის შეიძლება ძილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემის სიგნალი იყოს. ცნობილია, რომ ძილის ნაკლებობა დაკავშირებულია ჯანმრთელობის მრავალ დარღვევასთან, მათ შორის სისხლის მაღალ წნევასთან, მეხსიერების პრობლემასთან და წონის კონტროლთანაც კი.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ტეხასის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სტივენ ბენდერი დეტალურად სწავლობდა ძილს და მის გავლენას ტკივილზე. აღმოჩნდა, რომ ქრონიკული ტკივილის მქონე მის მრავალ პაციენტს ასევე ტანჯავდა ძილის სხვადასხვა დარღვევა.
სასარგებლოა თუ არა, დროებით გათიშვის ღილაკის გამოყენება, როცა მაღვიძარას დარეკვისას დაღლილობას გრძნობთ? მართალია, ამ თემაზე სპეციფიკური სამეცნიერო კვლევა არ არსებობს, მაგრამ პასუხი სავარაუდოდ არის — არა.
ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი საათი ფუნქციებს ე. წ. ცირკადული რიტმების საშუალებით არეგულირებს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ფიზიკურ, მენტალურ და ქცევით ცვლილებებს დღიური ციკლის შემდეგ.
ზრდასრულ ადამიანს კარგი ძილისთვის ღამეში შვიდ-ნახევრიდან რვა საათამდე სჭირდება. შედეგად, შესაფერის დროს ვხარჯავთ ძილის სხვადასხვა საფეხურებზე, რომლებსაც უწოდებენ ნელ ძილს (NREM) და სწრაფ ძილს (REM).
ნელი ძილის სამი ციკლიდან სწრაფ ძილში ღამეში 4-6-ჯერ გადავდივართ. ღამის პირველი ნაწილი როგორც წესი არის ნელი ღრმა ძილი, ბოლო ნაწილს კი ძირითადად სწრაფ ძილში ვატარებთ.
იმისათვის, რათა ძილში საფუძვლიანად დავისვენოთ, ამ კარგად განსაზღვრული სტრუქტურის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. ამ პროცესის დარღვევის შემთხვევაში, დილით ისევ დაღლილები ვიღვიძებთ.
ძილის ციკლების მოშლა რამდენიმე ფაქტორს შეუძლია. მაგალითად, თუ ადამიანი ძილში კარგად ვერ სუნთქავს (ხვრინავს, ირღვევა ნორმალური თანმიმდევრობა და ადამიანი დაღლილი იღვიძებს.
ძილის ხარისხის შემცირება შეუძლია საღამოხანს გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებს, თამბაქოს ან ალკოჰოლს. პრობლემატურია დაწოლამდე ცოტა ხნით ადრე ჭამაც.
მაღვიძარას დროებით გათიშვის ღილაკის გამოყენება ხშირად მოზარდობის ასაკში იწყება, როცა ჩვენი ცირკადული რიტმები გარკვეულწილად შეცვლილია, რაც დილით გვიან ადგომის სურვილს გვიჩენს.
გათიშვის ღილაკზე დაჭერა და დილის ძილის ცხრა წუთით გახანგრძლივება საერთოდ არაფერს ნიშნავს გამოძინების თვალსაზრისით. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, სინამდვილეში, შესაძლოა ეს ქმედება ტვინს აბნევდეს და აიძულებდეს უფრო მეტი ნეიროქიმიური ნივთიერებების გამოყოფას, რაც კვლავ ძილს იწვევს.
საუკეთესო გამოსავალია დააყენოთ მაღვიძარა კონკრეტულ დროზე და მისი დარეკვისას აუცილებლად ადგეთ. თუ დილით გამუდმებით დაღლილი იღვიძებთ, მიმართეთ ძილის სპეციალისტს.
წყარო: 1tv.ge