სტაჟირება სტუდენტებისთვის რეგიონებში

დასაქმება

სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი” აცხადებს სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ორგანიზაცია მდებარეობს თბილისში, თუმცა სტაჟიორები შეირჩევიან ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, სამცხე-ჯავახეთის, ქართლის და კახეთის რეგიონებიდან.

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებს სტაჟირებას შემდეგი მიმართულებით:

1. სამოქალაქო ინჟინერი

მოთხოვნები:

  • სამოქალაქო საინჟინრო მიმართულების მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
  • სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაოს აღწერა:

მშენებლობის ზედამხედველ ინჟინერთან ერთად სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა;
სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობაში მონაწილეობის მიღება – რაც გულისხმობს მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლს, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასებას.

2. არქიტექტორი

მოთხოვნები:

  • არქიტექტურის მიმართულების მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
  • სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაოს აღწერა:

მშენებლობის ზედამხედველ ინჟინერთან ერთად სამშენებლო დოკუმენტაციის, არქიტექტურული ნახაზების შესწავლა;
სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობაში მონაწილეობის მიღება – რაც გულისხმობს მიმდინარე სამუშაოების ხარისხის და პროექტთან შესაბამისობის კონტროლს.

3. რესტავრაციის სპეციალისტი

მოთხოვნები:

  • აღნიშნული მიმართულების მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
  • სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაოს აღწერა:

მშენებლობის ზედამხედველ ინჟინერთან ერთად სამშენებლო დოკუმენტაციის, არქიტექტურული ნახაზების შესწავლა;
სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობაში მონაწილეობის მიღება – რაც გულისხმობს მიმდინარე სამუშაოების ხარისხის და პროექტთან შესაბამისობის კონტროლს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამივე მიმართულებით სტაჟირება გულისხმობს საველე სამუშაოებს, და არა – საოფისე სამუშაოს.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე – vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება” და კონკრეტული მიმართულება, რა მიმართულებითაც გსურთ სტაჟირების გავლა.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები