შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჯამბურია 2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეების პროტესტს პასუხობს.
როგორც ჯამბურიამ განაცხადა, საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღი არ შეიცვლება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სტუდენტს ფინალური და საგრანტო კონკურსის გამოცდა დაემთხვევა, აპლიკანტმა გამოცდის თარიღის შეცვლის მოთხოვნით უნივერსიტეტის უნდა მიმართოს.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
,,ეროვნული გამოცდები ნიშნავს სახელმწიფო გამოცდებს. ძალიან ძნელია ისე დავგეგმოთ რომ ყველა უნივერსიტეტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ. 15 წელია ეს გამოცდები ერთი და იგივე დროს ტარდება და რაღა უნდა გამოგვეცხადებიან უნივერსიტეტებისთვის. თუ რომელიმე სტუდენტს დისკოფორტი შეექმნა და დაემთხვა გამოცდა, ბავშვმა მიამრთოს დეკანატს და გადაუტანენ გამოცდას. სახელმწიფო გამოცდას არავინ არ გადაიტანს, ეს შეუძლებელია” – აღნიშნა კახა ჯამბურიამ ტვ პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს არის დაგეგმილი. სტუდენტები კი ამბობენ რომ ამ პერიოდში უნივერსიტეტის ფინალური გამოცდები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის და შესაძლოა დამთხვევა მოხდეს. გამოცდის თარიღის გადაწევის მოთხოვნით სტუდენტებმა მანიფესტიც შექმნეს.
ცნოვისთვის, გასულ წლებში სტუდენთა საგრანტო კონკურსი ივლისის შუა რიცხვებში ტარდებოდა ხოლმე.