ესპანეთში მდებარე მონტეკასტელოს სკოლაში, დამატებითი გაკვეთილების სახით მოსწავლეებს, იმ საქმეების გაკეთებას შეასწავლიან, რასაც როგორც წესი ქალბატონები სახლში ყოველდღიურად ასრულებენ. გაკვეთილებზე მოზარდები შეისწავლიან საჭმლის მომზადებას, კერვას, დაუთოვებას, ელექტროობას, სანტექნიკას და სხვა საოჯახო მეურნებისთვის საჭირო აქტივობებს.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
გაკვეთილებზე დასწრება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროცესს მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეების მამებიც უძღვებიან.
როგორც პროექტის კოორდინატორი, გაბრიელ ბრავო აცხადებს, ასეთი გაკვეთილების მიზანი ისაა რომ მოზარდებმა აქედანვე გააცნობიერონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საოჯახო საქმეების გადანაწილება.
“მოზარდება საჭიროა აქედანვე იცოდნენ რომ ოჯახი შედგება ორი ადამიანისგან და მხოლოდ ქალი არ არის ვალდებული დაალაგოს, დარეცხოს ჭურჭელი ან საჭმელი მოამზადოს. ვფიქრობთ, საჭიროა რომ მოზარდები ადრეული ასაკიდანვე იყვნენ ამ საკითხებში გათვითცნობიერებულნი”.
სკოლაში საოჯახო საქმეების საგნად შეტანის მიზანი გენდერული უთანასწორობის და სტერეოტიპების დარღვევაა, რომლის მიხედვითაც, საოჯახო საქმეების დიდი ნაწილის შესრულება მხოლოდ ქალების მოვალეობაა.