რატომ ვერ ვასწრებთ მეცადინეობას?!

იუმორი

გაინტერესებს, რატომ ვერ ვასწრებთ მეცადინეობას?!

გთავაზობთ დროის გაანგარიშების ძაან სახალისო მეთოდს:

მთელი წლის განმავლობაში გვაქვს 365 დღე რომ ვიმეცადინოთ, აქედან 52 დღე კვირაა.

დაგვრჩა 313 დღე.

ზაფხულის კარგი ამინდების გამო ძნელია ვიმეცადინოთ, აქედან გამომდინარე გამოვაკლოთ 50 დღე.

დაგვრჩა 263 დღე.

ადამიანს საშუალოდ ძინავს 8 საათი, წელიწადში ეს შეადგენს 122 დღეს.

დაგვრჩა მხოლოდ 141 დღე.

და თუ კიდე გამოვაკლებთ 1 საათს დღეში სხვა საქმიანობისთვის (ჰობი) მაშინ გამოვაკლოთ კიდევ 15 დღე და დაგვრჩა 126 დღე.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ყოველდღე ჩვენ საშუალოდ საკვებს ვანდომებთ 2 საათს,გამოვაკლოთ 30 დღე.

დაგვრჩა 96 დღე.

წელიწადში დაახლოებით 90 დღეს ჩვენ ვანდომებთ გართობას.

დაგვრჩა მხოლოდ 6 დღე.

ვისაც შინაური ცხოველი ყავს დღეში 20 წუთი მაინც ჭირდება მოსავლელად,გამოვაკლოთ 2 დღე.

დაგვრჩა 4 დღე.

ყველა ადამიანი წელიწადში სამჯერ მაინც ცუდად არის, გამოვაკლოთ 3 დღე დაგვრჩა 1 დღე და ის 1 დღეც ჩვენი დაბადებისდღეა… 😀

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები