ივნისში “ჰარი პოტერის” 4 ახალი წიგნი გამოვა

აქტუალური

27 ივნისს ჰარი პოტერის ახალი წიგნები გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ივნისის თვეში ჯოან როულინგი ჯამში ჰარი პოტერის ოთხ ახალ ელექტრონულ წიგნს გამოუშვებს.

თითოეულ მათგანში განვრცობილი იქნება ის გაკვეთილები, რომლებსაც წიგნის გმირები ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში სწავლობდნენ. წიგნების შთაგონების წყარო ბრიტანეთის ბიბლიოთეკის გამოფენა გახდა, რომელიც ჰარი პოტერს ეძღვნებოდა.

წიგნები როულინგის ვებგვერდზე, Pottermore-ზე გამოქვეყნდება და მაგიის სამყაროს მიეძღვნება. თითოეული წიგნის ფასი $2,99 იქნება და ონლაინ მათი წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

პირველი ორი წიგნი შავი მაგიისგან თავდაცვას, საწამლავებსა და ჰერბოლოგიას შეეხება. მესამე და მეოთხე წიგნებში კი ასტრონომიას და მაგიურ არსებებზე იქნება მოთხრობილი.

წიგნები ილუსტრირებული იქნება. მათზე ლონდონელმა მხატვარმა, როან დენიელ ისონმა იმუშავა.

წინგები ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენაზე გამოიცემა

პირველი ორი ელექტრონული წიგნის გამოცემის თარიღი 27 ივნისია. თუმცა, მკითხველს დანარჩენი წიგნებისთვის ლოდინი დიდხანს არ მოუწევს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები