სტაჟირება სტუდენტებისთვის პიარმენეჯერის პოზიციაზე

დასაქმება

სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია” აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის სტაჟიორის პოზიციაზე, PR – ის მიმართულებით.

მოთხოვნები:

  • ჟურნალისტიკის, PR-ის, ან მარკეტინგის ფაკულტეტის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი, ან უმაღლესი განათლების მქონე პირი;
  • საოფისე ტექნიკისა და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • სამოყვარულო გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photo and Video Editing).

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • რუტინული სამუშაოს შესრულების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა-რედაქტირება და ასოციაციის საკომუნიკაციო არხებით გავრცელება.
  • ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ჩართვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათალი:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (ფოტოსურათი არ გვჭირდება <3).
  • სტუდენტობის, ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
  • სამოტივაციო წერილი – მოგვწერეთ ისე, როგორც მეგობრებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 9 ივნისი.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

განცხადებების გადარჩევა რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე და გასაუბრება

დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი (დაზიპული ფაილის სახით და სახელის და გვარის მითითებით) ელ-მისამართზე: hr@gba.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის PR სტაჟიორი”.

☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

სსიპ – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCA – Georgia) აცხადებს სტაჟირებას ნახევარ განაკვეთზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

ფუნქციები

სტაჟიორი მთავრობასთან, ბიზნესებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) დირექტორის/გუნდის უშუალო დაქვემდებარებაში იმუშავებს.

სტაჟიორის ძირითადი ვალდებულებებია PR გუნდის დახმარება შემდეგი მოვალეობებისა და ამოცანების შესრულებაში:

  • დაეხმაროს PR გუნდს სამიზნე მხარეებთან კომუნიკაციაში, დროული ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებაში;
  • დაეხმაროს PR გუნდს ღონისძიებების, პრეს–კონფერენციების და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების ორგანიზებასა და კოორდინირებაში;
  • დაეხმაროს PR გუნდს ფონდის პუბლიკაციების შექმნის პროცესში;
  • უზრუნველყოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ვებ გვერდის და სოციალური მედიის არხების განვითარება – მხარდაჭერა; უზრუნველყოს, რომ ვებ გვერდი შეიცავდეს ყველა განახლებულ ინფორმაციას;
  • დაეხმაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განხორციელებაში, პროექტის აქტივობების კოორდინაციაში;
  • განახორციელოს სხვა მოვალეობები PR დირექტორის დავალებით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2 ივნისი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები