ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ღია საზოგადობის ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლა – საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში გაიმარტება 30 ივლისი – 7 აგვისტოს.
30-31 ივლისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
1-7 აგვისტო: სასტუმრო “ყაზბეგი რუმსი”, სტეფანწმინდა
სკოლის შესახებ:
საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს წარჩინებული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი). სკოლის მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორების, პრაქტიკოსი იურისტებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით.
საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნება საჯარო ლექციით, რომელსაც გაუძღვება The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი იურისტის მოადგილე, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი დევიდ მაქროუ (David McCraw)
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის მოქმედი სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი).
თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენასა და სამართალში. ტესტირების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები, ასევე გაივლიან ზეპირ გასაუბრებას.
პროგრამა მოიცავს სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს თბილისში (30-31 ივლისის პერიოდში) და სტეფანწმინდაში, სასტუმროში “ყაზბეგი რუმსი” (1-7 აგვისტო). კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით და საცხოვრებლით.
საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
- კონსტიტუციონალიზმი და კანონის უზენაესობა: თანამედროვე გამოწვევები;
- კონსტიტუციური კონტროლის განვითარება და თავდასხმა უფლებებზე: ევროპული გამოცდილება;
- დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტები: ადამიანის უფლებების დარღვევები და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სხვა სასამართლოების მიერ პროპორციულობის ტესტის გამოყენება;
- “რთული საქმეები” საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან;
- ადამიანის უფლებები სისხლის სამართალში;
- გამოხატვის და რელიგიის თავისუფლება; თანასწორობის უფლება.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
საქართველო, თბილისი
ჭავჭავაძის გამზ. #32
ტელ.: +9955 (77) 553391
(+995 32) 222 00 09 (304)
ელ.ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე
დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV, ფოტოსურათით არა უგვიანეს 23 ივნისის 24.00 საათისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]