იაპონიის მთავრობის სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

იაპონიის მთავრობამ 2020 წლისათვის გამოყო სტიპენდიები იაპონიის უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და მკვლევარის პროგრამებზე სასწავლებლად.

იაპონიის საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 ივნისი.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ განთავსებულია ლინკზე.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

აღნიშნულ სტიპენდიებთან დაკავშირებით იაპონიის საელჩოში კონსულტაციები 22 მაისს 11 საათზე გაიმართება. კონსულტაციაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა აუცილებელია. რეგისტრაციისთვის თქვენი სახელი, გვარი და ასაკი უნდა გაგზავნოთ მეილზე culture@tb.mofa.go.jp და კონსულტაციაზე თან იქონიოთ პირადობის მოწმობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საელჩოს კულტურის განყოფილებას (consular@tb.mofa.go.jp).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები