ფილმების განხილვა და ესეების წერა თითქმის ყველა სტუდენტისთვის ნაცნობი პრაქტიკაა და ამ დავალებას ლექტორები ხშირად იყენებენ.
სწორედ ასეთი დავალება ჰქონდა შესასრულებელი ელისონ გარეტსაც. დავალებისთვის მას ფილმის “მებრძოლთა კლუბი” უნდა განეხილა, ესეში სიტყვების მინიმალური რაოდენობა კი 500 უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად ამისა, ელისონა გარისკა და ესეში მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა, რომელიც ამავე ფილმიდან ამონარიდია:
“მებრძოლთა კლუბის პირველი წესი არის ის, რომ არ ილაპარაკო მებრძოლთა კლუბზე” -(“Fight Club ‘The first rule of fight club is: you do not talk about fight club.”)
ლექტრომა კი არც აცია არ აცხელა და სტუდენტს 100-დან 100 ქულა დაუწერა. თუმცა შეფასებისას სტუდენტი გააფრთხილა, რომ სხვა ლექტორებთან ასე აღარ მოქცეულიყო, რადგან მათ შეიძლება თავისნაირი იუმორის გრძნობა არ ქონდეთ.
წყარო: boredpanda.com