ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა გამოცხადდა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2020-2021 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.
აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.
პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.
აპლიკაციების მიღება ხორციელდება 2019 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე. განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი. დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე. https://go.usa.gov/xm545 და http://iec.gov.ge/4336.