თსუ-ში სტუდენტებისთვის ჩაის სახლი გაიხსნა

კატეგორიის გარეშე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაის სახლი გაიხსნა.

ჩაის სახლი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მდებარეობს.

სტუდენტური კაფის ინტერეირზე დიზაინერმა გუგა კოტეტიშვილმა იმუშავა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

“იდეა დიდი ხანია არსებობს. ჩემს სტუდენტობაშიც იყო ჩაის სახლი და იყო ძალიან პოპულარული. ეს იყო სოციალური შეკრების ადგილი და გვინდა ამ ლამაზი ტრადიციის აღდგენა, უფრო ახლოს ბუნებასთან, უფრო ახლოს სიმწვანესთან. ძალიან კარგი სივრცეა და იმედია მოეწონებათ სტუდენტებსაც, პროფესორებსაც და იმ სტუმრებს, ვისაც უყვარს ხელოვნება და უნივერსიტეტი”, – აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები