Paris-Saclay უნივერსიტეტი იმ მაღალი აკადემიური მოსწრების საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან, 2019-2020 აკადემიური წლისათვის სთავაზობს 120 სტიპენდიას.
აღნიშნული უნივერსიტეტი 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კანდიდატს განაცხადის წარდგენა შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით, როგორც ინგლისურენოვან, ისე ფრანგულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე.
სასწავლო სტიპენდიები გაიცემა აკადემიური წარმატების მიხედვით და წლიური დაფინანსება შეადგენს 10 000 €.
პროგრამის ხანგრძლივობა შესაძლოა მოიცავდეს 1 ან 2 აკადემიურ წელს, იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელს ჩაირიცხება კანდიდატი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სასურველი პროგრამისათვის განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონულად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 13 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.