ვაკანსიები სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

“კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთანი/ექთნის დამხმარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ექთნის პოზიციაზე):

სავალდებულოა:

  • საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (V კურსიდან)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უცხო ენების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ექთნის დამხმარის პოზიციაზე):

სავალდებულოა: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან).

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

სასურველია:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი ან ექთნის დამხმარე). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 17 მაისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები