ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ქვეპროგრამას ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები”.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია გაიცემა ერთი სასწავლო წლით (ათი თვე) და ის ბაკალვრის სტუდენტისთვის შეადგენს 100 ლარს, მაგისტრატურის სტუდენტისთვის კი 150 ლარს.
რაც შეეხება ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიას, ის ბაკალვრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაც 150 ლარს შეადგენს და ერთი სასწავლო წლის (ათი თვე) განმავლობაში გაიცემა.
სტიპენდიის მისაღები პროცედურები იხილეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში.