თსუ-ის სტუდენტები უცხო ენების შესწავლას ფასდაკლებით შეძლებენ

უნივერსიტეტების სიახლეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქართულ პორტალ „ლინგვინგზე“ უცხო ენების შეღავათიან ფასად შესწავლას შეძლებენ.

თსუ-სა და „ლინგვინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ლინგვინგის“ დირექტორმა ვახტანგ ველიაშვილმა მოაწერეს.

ქართული პორტალი „ლინგვინგი“ ასევე წახალისების სისტემის შექმნას გეგმავს, რაც საუკეთესო სტუდენტების გამოვლენას და გარკვეული პრიზებით მათ დაჯილდოებას გულისხმობს.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

თსუ სტუდენტებისგან შემდგარი 50 კაციანი საპილოტე ჯგუფიდან, რომლებმაც უკვე გაიარეს უცხო ენების შემსწავლელი ერთი კურსი, 10 წარჩინებული სტუდენტი მეორე კურსის გავლას სრულიად უფასოდ შეძლებს.

დაინტერესებული სტუდენტები რეგისტრაციის გავლას Lms.tsu.ge-ზე შეძლებენ.

„ლინგვინგზე“ ამ ეტაპზე 6 უცხო ენის (ინგლისური, ესპანური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული) დაწყებითი და საშუალო დონის კურსები ისწავლება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები