რა ელით აბიტურიენტებს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ➤ ფოტოები

სტუდენტური ცხოვრება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველებისთვის საბუთების მიღება იწყება. აპლიკანტებს დოკუმენტაციის წარდგენა 2019 წლის 16 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. საინტერესოა როგორი გარემო დახვდება აბიტურიენტს ეთა-ში და რა გზა უნდა გაიაროს იუნკერმა სწავლის პროცესში. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ეროვნულ თავდაცვის აკადემიიდან.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

უნივერსიტეტის პრიორიტეტები:

– საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს ათწლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს ოთხწლიან სწავლებასა და ექვსწლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.

– აკადემიის თითოეული სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება სტიპენდიით, პირადი ნოუთბუკით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ტანსაცმლითა და კვებით.

– ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობისა და განვითარებისთვის.

– ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარების, დასვენებისა და ფიზიკური წრთობისთვის.

აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი საბაკალავრო პროგრამები: მენეჯმენტი, ინფორმატიკა,  თავდაცვა და უსაფრთხოება.

https://www.facebook.com/edu.aris.ge/posts/2133970546699221
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები