დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველებისთვის საბუთების მიღება იწყება. აპლიკანტებს დოკუმენტაციის წარდგენა 2019 წლის 16 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. საინტერესოა როგორი გარემო დახვდება აბიტურიენტს ეთა-ში და რა გზა უნდა გაიაროს იუნკერმა სწავლის პროცესში. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ეროვნულ თავდაცვის აკადემიიდან.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
უნივერსიტეტის პრიორიტეტები:
– საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს ათწლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს ოთხწლიან სწავლებასა და ექვსწლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.
– აკადემიის თითოეული სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება სტიპენდიით, პირადი ნოუთბუკით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ტანსაცმლითა და კვებით.
– ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობისა და განვითარებისთვის.
– ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარების, დასვენებისა და ფიზიკური წრთობისთვის.
აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი საბაკალავრო პროგრამები: მენეჯმენტი, ინფორმატიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება.