ვაკანსიები სტუდენტებისთვის სხვადასხვა კომპანიაში

დასაქმება

კომპანია “ვოლი” წარმოადგენს პესტიციდებისა და სასუქების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ვოლი აცხადებს ვაკანსიას მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებისა და ახლად კურსდამთავრებულებისთვის იმპორტის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი პროდუქტის უცხო ბაზრიდან მოძიების მუდმივი პროცესი;
  • უცხოელ პარტნიორებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია; მოლაპარაკებების წარმოება;
  • შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
  • შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კონტროლი;
  • საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

კომპანია “ვოლი “ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ სწავლებასა და გადამზადებას.

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე (სტუდენტის დასაქმების შემთხვევაში გრაფიკი მორგებული იქნება სწავლის გრაფიკზე)

თუკი ხარ დეტალებზე ორიენტირებული, გაქვს კომუნიკაციის/მოლაპარაკების უნარები, ემზადები პროფესიული გამოწვევებისთვის, ახალი შესაძლებლობებისთვის პროგრესულ და მზარდ კომპანიაში, სადაც შენი უნარების მაქსიმალურად რეალიზებას, დახვეწასა და განვითარებას შეძლებ, ჩვენ სწორედ შენ გეძებთ!

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@volly.ge.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა – 2019 წლის 5 აპრილამდე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

“სადაზღვევო კომპანია ალფა” აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე.

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სამედიცინო);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge 2019 წლის 20 აპრილამდე.

შპს “იზი პრინტი” აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. ტექნიკოსი/ელექტრო ინჟინერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:30 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სახელფასო განაკვეთი: 300-დან 900 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

შესაკეთებლად შემოსული საოფისე ტექნიკის (ლეპტოპები, პრინტერები, კომპიუტერები) დიაგნოსტიკა.
შესაკეთებლად შემოსული საოფისე ტექნიკის შეკეთება, ნაწილების შეცვლა და ტექნიკური გამართვა.
საოფისე ტექნიკის დრაივერების ინსტალაცია და გატესტვა.
კომპანიაში შემოსული და გასული ტექნიკის აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

საოფისე ტექნიკის შეკეთების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით ცოდნა/გამოცდილება
ტესტერთან და სარჩილავთან (ე.წ. “პაიალნიკთან”) მუშაობის პრაქტიკა
საბაზისო ცოდნა IT მიმართულებით
სასურველია მართვის მოწმობა.

რას გთავაზობთ:

მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
გამოცდილების და მოტივაციის პროპორციულ ანაზღაურებას.

2. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:30 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სახელფასო განაკვეთი: საორიენტაციოდ ფიქსირებული 500 ლარი ან გამომუშავებით 200-დან 2000 ლარამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კლიენტების კონსულტირება საოფისე ტექნიკასა და კარტრიჯებთან დაკავშირებით;
კარტრიჯების და პრინტერების პოტენციურ კლიენტებთან შეთავაზება
გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
გაყიდვების გეგმის შესრულება;
გაყიდვების შემდგომი მომსახურება, კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პრობლემების დროული მოგვარება
როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
არსებული კლიენტების მონიტორინგი.
კლიენტების ბაზების შექმნა და პერიოდული განახლება
შესრულებული სამუშაოებზე და მიმდინარე პროცესებზე ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან.

სავალდებულო მოთხოვნები:

უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა: Excel , Word, Internet;
სასურველია მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარები:

კეთილსინდისიერი
მოტივირებული
მეგობრული.

ჩვენ გთავაზობთ:

მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასებს, რაც გაგიადვილებთ გაყიდვებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@easy.ge 2019 წლის 15 აპრილამდე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები