სტუდენტური სტილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და გაიგო რომელია სტუდენტებისთვის “საშოპინგოდ” ყველაზე საყვარელი ადგილები. ჩვენ ასევე ვთხოვეთ მათ საკუთარი თავი ერთი სიტყვით დაეხასიათებინათ. გთავაზობთ საინტერესო ფოტორეპორტაჟს:

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

❥ მარიამ მაისურაძე: ,,ტანსაცმელს მაღაზიებში ვარჩევ, უმეტესად კოტონში.”

ვარ ძალიან კომუნიკაბელური

❥ გიორგი შუბითიძე: ,,ძირითადად “ისთ ფოინთში” დავდივარ.”

❥ ქრისტინე შამუგია: “ყოველთვის ლილოში ვყიდულობ ტანისამოსს.”

ვარ მოწესრიგებული

❥ მაგდა ლომაია: “სამოსს სავაჭრო ცენტრებში ვიძენ ხოლმე.”

ვარ სიახლეების მოყვარული

❥ მარიამ ნიკოლაიშვილი: “ტანსაცმელს ყველგან ვყიდულობ, სადაც მომეწონება.”

❥ გივი ფილიპოვი: “ჩემი საყვარელი მაღაზია ბერშკაა.”

❥ ანი შენგელია: “ძირითადად ვიკერავ სხვადასხვა ადგილას ან ჩემით ვაკეთებ ხოლმე.”

ვარ მიზანდასახული

❥ დათო ჩიტორელიძე: ,,რამდენიმე წელია, რაც სამოსი არ შემიძენია და ყველაფერს მჩუქნიან.”

თავს უბრალო ადამიანად ვთვლი

❥ ამირან ჯორთმენაძე: “ტანსაცმელს უმეტესად ბათუმში, ბაზრობაზე ვარჩევ.”

შემიძლია ვთქვა რომ ვარ აუტანელი

❥ თათა ჩუხუა: “თბილისი მოლში და პეკინზე მაღაზიებში დავდივარ.”

ვარ მხიარული

❥ ხვიჩა ასლანიძე: “ვშოპინგობ ელსი ვაიკიკში და მჩუქნიან კიდეც.”

ვარ უბრალო ადამიანი

❥ ქრისტინე ანდრიადი: “ტანსაცმელს იტალიიდან მიგზავნიან.”

მომწონს რომ ვარ თავისუფალი

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები