სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

1. ფინანსური ოფისი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი
ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
პროგრამების ცოდა: MS Office
საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია
ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია

პიროვნული თვისებები:

ყურადღებიანი დეტალების მიმართ
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დროის ეფექტურად მართვის უნარი
გუნდში მუშაობის უნარი
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
პროგრესირებადი სახელფასო სისტემა
სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამას, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 მარტი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: [email protected] გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

2. Delta Translation Group – მთარგმნელობითი მომსახურების კომპანია აცხადებს სტაჟირების 3-თვიან პროგრამას და ის განკუთვნილია რუსული ენის სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ გამოცდილების მიღება მთარგმენლობითი საქმიანობის მიმართულებით. სტაჟირების პერიოდის მანძილზე შერჩეული კანდიდატი გაიღრმვებს ცოდნას თარმგნის პრაქტიკის მიმართულებით, მათ შორის ლექსიკოგრაფიისა და თარგმნის თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში (SDL Trados).

აუცილებელი მოთხოვნები:

საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Email, Ms Word ცოდნა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი.

ანაზღაურება: ანაზღაურების გარეშე.

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სტაჟირების პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, განიხილება სტაჟიორის შტატში მიღების საკითხი.

სამუშაო დღეები: კვირაში 4 სამუშაო დღე, სამუშაო საათები: 10:00-18:00.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 აპრილი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

3. შპს “ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს სტაჟირებებს შემდეგი მიმართულებებით:

ადმინისტრაციული მიმართულება (ვიცე-რექტორის თანაშემწე)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი (დეკანის თანაშემწე)
სამედიცინო ფაკულტეტი (დეკანის თანაშემწე)
სტაჟიორი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით
სტაჟიორი იურიდიული მიმართულებით
სტაჟიორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით
სტაჟიორი სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით
სტაჟიორი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრში

ძირითადი მოვალეობები:

დოკუმენტებთან მუშაობა
კორესპონდენციების მართვა
ორგანიზაციული საკითხების კოორდინაცია
ყველა მიმდინარე პროცესში ჩართულობა და მიმდინარე საქმიანობაში დახმარების გაწევა

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
მაღალი მოტივაცია
დროის ეფექტურად მართვის უნარი, სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
ინგლისურის ფლობა საშუალოდ (მეტყველება, კითხვა, წერა);

ჩვენ გთავაზობთ:

კარგ სამუშაო გარემოს
დიდი გამოცდილების მიღების საშუალებას
კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე [email protected] 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები