სხვადასხვა კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

1. “საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი” ვებ-დეველოპერებისა და ვებ-დიზაინერებისათვის აცხადებს კონკურსს კრეატიული დიზაინის შექნისათვის.

“ჩართეთ თქვენი მხატვრული უნარები და დაგვეხმარეთ ვებ-გვერდის http://wealthinvest.ge/-ის სუპერ თანამედროვე, მრავალფეროვანი და ექსკლუზიური დიზაინის შექმნაში.

ვებ-გვერდი იქმნება პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად. აქ დატანილი დიზაინი და კონტენტი, როგორც ტექსტური, ასევე ფოტო-ვიდეო, უნდა შეესაბამებოდეს ფინანსური, საინვესტიციო პლატფორმის სტანდარტებს.

არავითარი კოპირება და მზა შაბლონების გადაწყობა – მხოლოდ ექსკლუზიური დიზაინი!

ჩვენ გაძლევთ შანსს, ჩაერთოთ ამ მარათონში, ჩვენს პროექტზე მუშაობისას განავითაროთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები, მოიპოვოთ უპირობო გამარჯვება და შესაბამისი ანაზღაურება.

განვიხილავთ ნებისმიერ იდეას და ყველაფერს, რასაც შემოგვთავაზებთ.

სავარაუდო დიზაინის შექმნის შემდეგ, თქვენ მობრძანდებით ჩვენს ოფისში და მოაწყობთ პრეზენტაციას. დაგვარწმუნეთ თქვენი იდეის უნიკალურობასა და უკონკურენტობაში და მიიღე სხვა სამომავლო ბენეფიტებიც.”

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოკლე ბიოგრაფიით და ასევე თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 7 აპრილამდე. მეილის შინაარსის ველში გთხოვთ მიუთითოთ:”კონკურსი ვებ-გვერდის კრეატიული დიზაინისათვის”. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: ტელ.: 0322 040 040

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

2. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში, ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რათა გამოვლინდეს საუკეთესო ნამუშევრები პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის, არსებული ტენდენციების და გამოწვევების შესახებ. კონკურსის მიზანია მედიისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებით ხელი შეეწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პენიტენციური და პრობაციის სისტემებში მიმდინარე რეფორმების შესახებ და გაზარდოს გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ინსტიტუციების ანგარიშვალდებულება აღნიშნული პოლიტიკის შემუშავების პროცესში. საქართველოში მოქმედი ყველა ტელე-რადიო, ბეჭდვით და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმია ნამუშევარი ეხებოდეს ქვემოთ მოცემულ ერთ ან რამდენიმე თემას:

  • საქართველოში მსჯავრდებულთა (მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების) უფლებრივი მდგომარეობა;
  • პირობითი მსჯავრისა და არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების პროცესში მსჯავრდებულთა (მათ შორის მოწყვალდი ჯგუფების) უფლებრივი მდგომარეობა
  • საქართველოში მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები;
  • პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობები;
  • რეაბილიტაციის პროგრამები პრობაციონერებისთვის
  • მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები და მათი ეფექტურობა;
  • ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში;
  • უვადო თავისუფლებააღკვეთილი და მაღალი რისკის პატიმრების მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში.

ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია სამ კატეგორიაში:

  • საუკეთესო ანალიტიკური სტატია ან ნარკვევი ონლაინ/ბეჭდვით მედიაში
  • საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი;
  • საუკეთესო ბლოგ პოსტი.

კონკურსში მონაწილეობის წესები:

1. კონკურსანტებმა (საქართველოს მოქალაქეები 18 წლის ზემოთ) აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე ([email protected]) უნდა გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

ავტორის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა;
დამსაქმებლის (რედაქტორის) სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია;
შესაბამისი მასალა (ლინკი ვებ-მისამართზე, სადაც ნაშრომია განთავსებული, მასალის გამოქვეყნების თარიღი).

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ჟურნალისტებს, ვინც საკუთარ ნაშრომებს გამოაქვეყნებს/უკვე გამოუქვეყნებია საქართველოში რეგისტრირებულ ბეჭდვით ან/და ონლაინ გამოცემაში ან ტრანსლირებას მოახდენს/ტრანსლირება მოუხდენია ტელე ან რადიო მაუწყებლის მეშვეობით 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 30 მაისამდე.

3. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მაისი.

4. გუნდური საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის ფორმაში ყველა თანაავტორის სახელის და გვარის მითითება სავალდებულოა.

5. იგულისხმება, რომ საკონკურსო ნამუშევრების წარდგენით, კონკურსის მონაწილეები ეთანხმებიან კონკურსის წესებსა და პირობებს;

6. თითოეულ კატეგორიაში გამოცხადდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო დარიცხული 1000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულები დასახელდებიან 2019 წლის ივნისში.

დამატებითი ინფორმაცია იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

3. ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” აცხადებს მედია-კონკურსს თემაზე: “ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება”.

კონკურსის მიზანია ბიძგი მისცეს მედია-კამპანიას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების ეთიკურად და საფუძვლიანად გასაშუქებლად, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ ჟურნალისტებსა და მედია ფაკულტეტის სტუდენტებს, 2019 წლის 1 იანვრიდან 25 აპრილამდე შექმნილი და მასმედიის საშუალებებში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური ან ელექტრონული მედია) გამოქვეყნებული პროდუქციით.

კონკურსი მოიცავს თემებს:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები
  • ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულება
  • დეინსტიტუციონალიზაცია
  • სერვისებზე ხელმისაწვდომობა
  • სათემო სერვისების განვითარება
  • საცხოვრისების ორგანიზება
  • დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
  • პიროვნული აღდგენა და ინკლუზია
  • დასაქმება.

კონკურსი ჩატარდება ოთხ ნომინაციაში:

  • საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი/ისტორია
  • საუკეთესო რადიო სიუჟეტი/ისტორია
  • საუკეთესო პუბლიკაცია ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში
  • საუკეთესო მულტიმედიური პროდუქტი.

საკონკურსო მასალის წარდგენის ფორმები:

ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდებით: [email protected] | [email protected] ან ინფორმაციის რომელიმე ელექტრო მატარებელზე (CD, USB-მეხსიერების ბარათი) ჩაწერილი ვიდეო/აუდიო მასალის, ან ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული სტატიის ორიგინალის მიწოდებით, მისამართზე: ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ. 49ა / გაბაშვილს ქ. 7

მასალების მიწოდებისას აუცილებელია ავტორის ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციის, პროდუქციის გამომქვეყნებელი მედია-საშუალების და გამოქვეყნების თარიღის მითითება.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა
  • კრეატიულობა და ნაშრომის ორიგინალობა (საკითხის გასაგებად, საინტერესოდ, მიმზიდველად მოწოდება, თხრობის ორიგინალური სტილი)
  • საკითხის სიღრმისეულად გამოკვლევა/განხილვა/წარმოჩენა
  • გადმოცემული ინფორმაციის/ფაქტების სიზუსტე.

ჟიური გამოავლენს ოთხ გამარჯვებულს მაისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც მოწვეული იქნება კონკურსის ყველა მონაწილე. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით. ასევე, დაწესებულია ახალგაზრდა ჟურნალისტის წამახალისებელი პრიზი.

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აპრილი.

საკონტაქტო პირი: ნინო აღდგომელაშვილი – [email protected] | 599 140008

კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: “MH2R – ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში”, რომელსაც ახორციელებს ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” პარტნიორებთან ერთად: “ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის”, “დემოკრატიის ინსტიტუტი” და “ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი” (ვარშავა).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები