სტუდენტებისთვის ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები კონკურსს აცხადებენ

კონკურსები

ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები აცხადებენ საკონკურსო ესეების მიღებას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი პერსპექტივების შესახებ.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ვის შეუძლია მონაწილეობა? – ყველა სტუდენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებიდან, რომლებსაც აქვთ წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქეობა

  • ესე შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
  • ესეები წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word (.doc ან .docx.) ან PDF (.pdf) ფორმატში;
  • შრიფტი – Times New Roman; შრიფტის ზომა – 12; ინტერვალი – ერთი;
  • სიტყვების რაოდენობა თითო სტატიაში – 5,000-დან 6000-მდე (10-დან 12 გვერდამდე, A4 ფორმატში);
  • განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ერთჯერადად.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ნამუშევრები იგზავნება ამ ქვეყნებში ლიეტუვის საელჩოების ელ-ფოსტებზე (საქართველოს საელჩოს შემთხვევაში [email protected])

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აპრილი

დამატებითი ინფორმაციისათვის კონკურსის პირობებისა და პრიზების შესახებ გადადით თანდართულ ლინკზე. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები