“ქართული პროექტირების ჯგუფი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას არქიტექტორის პოზიციაზე.
სტაჟირების პერიოდი:
პირველი თვე – 200 ლარი
მეორე თვე – 300 ლარი
სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდეგ გთავაზობთ სრული განაკვეთით სამუშაოს არქიტექტორის პოზიციაზე
მოვალეობები:
- არქირეტრურული ნახაზების და დაგეგმვების შექმნა
- ობიექტების, ოთახების, ექსტერიერ-ინტერიერის რენდერი
- არსებული პროექტების და ობიექტების სწრაფი ანალიზი, კორექტირება
- ახალი პროექტების შემუშავება
- ქალაქ თბილისის მერიასთან ურთიერთობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ArchiCAD-ის, 3D MAX -ის,
- Photoshop-ის პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- სწრაფად შესწავლისა და ანალიზის უნარი
- კომუნიკაბელური
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 თებერვალი.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სსიპ „იუსტიციის სახლი“ აცხადებს სტაჟირებას თელავის იუსტიციის სახლში.
ადგილმდებარეობა: თელავი (ერეკლე II-ის გამზირი #3)
სტაჟირება საწყის ეტაპზე არის არაანაზღაურებადი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი.
მოთხოვნები:
- IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
- ქართულის (C1) შესაბამის დონზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სამოტივაციო წერილის ველის შევსება;
- რეკომენდატორის მითითება.
უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- კეთილგანწყობა;
- დახვეწილი მეტყველება;
- მოქალაქეთა თავაზიანად მომსახურების უნარი;
- მოტივირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
სტაჟიორები მიიღებენ გამოცდილებას იუსტიციის სახლის საკონსულტაციო, სწრაფ და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 02 მაისის №240/ს ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.
კონკურსის ეტაპები:
განცხადებების გადარჩევა;
გასაუბრება.
თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე http://www.hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე – სტაჟირება თელავის იუსტიციის სახლში. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 07.02.2019
ფინანსური ოფისი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი
- ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
- პროგრამების ცოდა: MS Office
- საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია
- ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:
- საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
- გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
- პროგრესირებადი სახელფასო სისტემა
- სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება
სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამას, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: [email protected] გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 07.02.2019.