“ენსოლი” (დიზელისა და გაზის გენერატორების მომწოდებელი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი საქმიანობა:
- რეალიზაციების პირველადი საბუთის შექმნა;
- შესყიდვის პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
- სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი);
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word, PowerPoint).
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტიანი მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ “ბუღალტრის თანაშემწე- Ensol”
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10.02.2018
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება “იუ-ჯი-თი”-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სს “საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე (ქუთაისი).
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
- არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
- საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სხარტი აზროვნების უნარი;
- სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება “საცალო გაყიდვების აგენტი – ქუთაისი”. ბოლო ვადა: 24.02.2019.
სს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
- სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
- პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
- გაყიდვების გეგმების შესრულება;
- კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
- MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
- ორგანიზებული
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება – კორპორატიული დაზღვევის უმცროსი ოფიცერი.