ITGROUP აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
- კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა შესაბამისი პოლიტიკის დაცვით ქსელური აპარატურის გამართვა და დიაგნოსტირება
- სისტემების და კრიტიკული მონაცემების რეზერვირება/აღდგენა
- პერიფერიული აპარატურის გამართვა
- შიდა ქსელის ტექნიკური გამართვა
- IP სატელეფონო სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
- კომპიუტერული ტექნიკის და აღჭურვილობის კარგი ცოდნა
- Windows ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა, მათ შორის
- Windows Server, Active Directory-ში მუშაობის გამოცდილება
- Linux სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- Mikrotik, Cisco აპარატურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
მოტივირებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული
რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარი
კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
პუნქტუალური და მოწესრიგებული
გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00; შაბ: 11:00-15:00
სახელფასო განაკვეთი კვალიფიკაციის შესაბამისად.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტექნიკური უნარ-ჩვევების ტესტირებას ინგლისურ ენაზე.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გელოდებით ჩვენს გუნდში!
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]. ბოლო ვადაა 2019 წლის 8 თებერვალი.
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
უნიქარდი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო და სერვის ცენტრის ოპერატორის ვაკანსიაზე თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლიუსში;
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა (შემოწმდება გასაუბრებისას)
- MS Office-ის და ინტერნეტის საძიები სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა.
- სქესი – მდედრობითი
- ასაკი: 19- 35 წლამდე
აუცილებელი უნარები:
- დახვეწილი , გამართული მეტყველება , სასიამოვნო ხმა
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდურად მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
გთხოვთ თქვენი რეზიუმე (cv) გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] . “subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -სატელეფონო და სერვის ცენტრის ოპერატორი. ბოლო ვადაა 2019 წლის 5 თებერვალი.
კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება;
- სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა;
- დაზღვულის კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა;
- კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
- დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
- შემოსული ზარების გადამისამართება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანი და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 იანვარი, 2019 წელი.