სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

სს “თიბისი დაზღვევა” აცხადებს სტაჟირებას მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა, სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება.
მომხმარებლებისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “ქ.ბათუმი- სტაჟირება, მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი”.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” აცხადებს კონკურსს პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების განყოფილებაში სტაჟირების გავლაზე.

თუ ხარ პროგრამული უზრუნველყოფის სფეროთი დაინტერესებული, თუ გქონია მინიმალური შეხება 1C პროგრამასთან, გაქვს სურვილი გაიუმჯობესო შენი კომპიუტერული და ტექნიკური უნარები, მიიღო ცოდნა და კარგი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, კომპანია ყველა დაინტერესებულ კანდიდატს აძლევს საშუალებას და აცხადებს კონკურსს პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების განყოფილებაში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება.

პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების დეპარტამენტი მუშაობს 1C ERP-ს პროგრამაში. განყოფილების მოვალეობაა, როგორც პროგრამის ხარვეზების გარეშე მუშაობის, ასევე მისი განვითარების უზრუნველყოფა. კომპანიის აქტიურ ზრდასთან ერთად, მიმდინარეობს სხვადასხვა მოდულების დანერგვა გააქტიურება და განვითარება.

ჩვენ გვჭირდება:

ლოგიკური და ანალიტიკური უნარები
მოტივაცია
პასუხისმგებლობა
დეტალებზე ორიენტაციის უნარი

პირობები:

გრაფიკი: 10:00-19:00 (სტუდენტებთან შესაძლებელია გრაფიკის შეთავსება)
ანაზღაურება – 500 ლარი
სტაჟირება არის დასაქმების პერსპექტივით

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR1@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი – პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების განყოფილებაში. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 იანვარი, 2019 წელი.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯ”-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯ”-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო სამედიცინო შემთხვევების მიმართულებით, თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისისამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის დაკვალიანება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება
  • სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნისა და დამუშავების უზრუნველყოფა
  • ექიმებთან კომუნიკაცია
  • პაციენტის ექიმთან კონსულტაციის დაორგანიზება და ჩაწერა
  • დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაციის მოთხოვნა, პაციენტის დიაგნოსტირების და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული განფასებისა და კომერციული შეთავაზების უზრუნველყოფა პაციენტებთან, აგენტებთან
  • საჭიროების შეთხვევაში სამედიცინო დასკვნების და ეპიკრიზის თარგმნა და გადაგზავნა პაციეტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (შესაძლებელია იყოს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი)
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა:
  • აუცილებელია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დისციპლინირებულობა
  • ენერგიული
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი, 2019.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები