გრიპის ვირუსის გამო, ილიაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერდა, თსუ-ში კი გამოცდები გადაიდო

აქტუალური

“გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11-დან 21 იანვრამდე” – აღნიშული განცხადება ილიუნის ადმინისტრაციამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა, 21 იანვრამდე გადაიდო საგამოცდო პროცესი თსუ-ში.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის გადადების შესახებ რეკომენდაციით გუშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიმართა.

აღსანიშნავია, რომ გრიპის საფრთხის გამო, სწავლის დაწყება 21-იანვრამდე გადაიდო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაღებშიც.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები