ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

ქართულ-გერმანული კომპანია „Aspria Fitness“, აცხადებს ვაკანსიებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი;
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სავაჭრო ან მომსახურების სფეროში;

ძირითადი მოვალეობები:

უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;
ფინანსური რეპორტინგის წარმოება, მარაგების აღწერა და კონტროლი;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
საქმის განაწილების და ადმინისტრირების უნარი;
პუნქტუალურობა;
სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

სასიამოვნო გარეგნობის გოგონა;
სასურველია არამწეველი.
მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში შეითავსოს სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები;

ანაზღაურება შეთანხმებით
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
სამუშაო საათები: 09:00 – 16:00 დილის ცვლა; 16:00 – 23:00 საღამოს ცვლა (კვირის განმავლობაში 6 სამუშაო დღე). ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება შესაბამისად.

დამატებითი პირობები: ტრენინგი – 2 კვირა. შემდგომი გამოსაცდელი ვადა – 1 თვე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ-ფოსტაზე : vacancy@aspria.ge. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 თებერვალი.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ნაშთების კონტროლის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

  • ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის რეპორტთან შედარება, რაოდენობის კონტროლი.
  • აბონენტის ჩასართავად განკუთნილი ტექნიკური მონაცემების სკანირება, შესაბამის სამსახურზე გადაცემა.
  • ტექნიკური ჯგუფის მიერ შევსებული დოკუმენტაციის სიზუსტის გადამოწმება/შესწორება.
  • დოკუმენტაციაში მოცემული ნაშთების საბუღალტრო ფაილში ასახვა.
  • დოკუმენტაციის სკანირება/ციფრულ არქივში განთავსება.
  • გამოვლენილი ზედმეტობა/დანაკლისის ინფორმაციის ჯგუფის უფროსისათვის წარდგენა.
  • დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტით მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემა.
  • გადამოწმების დასრულებისთანავე დამუშავებული დოკუმენტაციის შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტით სახარჯი მასალების აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებისთვის გადაცემა.
  • სახარჯი მასალების აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებიდან დაბრუნებული ხელმოწერილი მიღება–ჩაბარების აქტების კონტროლი და არქივში განთავსება.
  • სახარჯი მასალების აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებიდან დაბრუნებული
  • ხელმოუწერელი დოკუმენტაციის პაკეტის შემთხვევაში, გადამოწმება, შეცდომის აღმოჩენა, ანალიზი, შეცდომის ჩასწორება და დოკუმენტაციის უკან დაბრუნება.
  • ტექნიკური ჯგუფების გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება ჯგუფის უფროსთან ერთად.
    სხვადასხვა ტიპის შიდა დოკუმენტაციის გადაადგილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და ახალკურსდამთავრებული;
  • Ms Office პროგრამების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2019 წლის 26 იანვრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.

ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 17:00-დან 09:00-მდე
ანაზღაურება: 250 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქციები:

  • აფთიაქის შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვა
  • აფთიაქში არსებული პროდუქციის დაცვა/კონტროლი
  • მომხმარებლებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარების გაწევა

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება / სტუდენტი
  • მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული, ორგანიზებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ სამუშაოს გუნდურ და კოლეგიალურ გარემოში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subjact მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 16 იანვარი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები